დაჩი ცაგურია - სააკაშვილის ადგილი ციხეშია, ერთ ადამიანთან მაინც მივიდა ბოდიშის მოსახდელად? ია მეტრეველთან, ვაზაგაშვილების ოჯახში, გირგვლიანის ოჯახში მივიდა ვინმე ბოდიშის მოსახდელად? ხმას როგორ იღებთ
დაჩი ცაგურია - სააკაშვილის ადგილი ციხეშია, ერთ ადამიანთან მაინც მივიდა ბოდიშის მოსახდელად? ია მეტრეველთან, ვაზაგაშვილების ოჯახში, გირგვლიანის ოჯახში მივიდა ვინმე ბოდიშის მოსახდელად? ხმას როგორ იღებთ

თითოეული თქვენგანი, ვინც აქ არის, ხართ ამ ქვეყნის ღირსება. 7 ნოემბერს ჩვენ ერთად დავდექით აქ, როცა ნიღაბი ჩამოვხადეთ დემოკრატიის შუქურობანას თამაშს, – ამის შესახებ პარლამენტის წინ, 7 ნოემბერთან დაკავშირებით აქციაზე სიტყვით გამოსვლისას დაჩი ცაგურიამ განაცხადა.

ცაგურიას თქმით, ამ ადამიანებს ღირსება ვერ წაართვეს და ვერც ვერასოსდეს წაართმევენ.

„დიახ, აქ ერთად გადაგვიარეს, მაგრამ ღირსება ვერ წაგვართვეს, ვერც ვერასოდეს წაგვართმევენ. ესენი არიან ნაძირლები, ესენი არ არიან ადამიანები. ახლა დგანან და გვეუბნებიან,რომ რაღაცაზე მაღლა უნდა დვდგეთ თურმე და უნდა დავივიწყოთ. მაღლა დგომა რას ნიშნავს იცით, ვინც ამას ამბობთ? აი, იმ გვამებზე დგომას ნიშნავს. სანდროს გვამზე დგომას ნიშნავს მაღლა დგომა, რომ ვითომ რაღაცა უნდა დაივიწყოთ, ბუტას გვამზე დგომას ნიშნავს. ვის რა უნდა ვაპატიოთ? მეტი როგორ უნდა ვაპატიოთ? მეტი პატიება რაღა არის, გამაგებინეთ? ქუჩაში რომ არ დაგდევთ, პანჩურებს რომ არ გირტყამთ და თავისუფლად რომ დადიხართ, მეტი რაღა გინდათ, გაგვაგებინეთ“, – აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

დაჩი ცაგურიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია.

„ეს არაკაცი ბედავს და ამ ქვეყანაში ჩამოდის კიდევ. დიახ, ციხეშია მაგისი ადგილი. ეგ ნაძირალა, ეგ გაიძვერა ეგ, ერთ ადამიანთან მაინც მივიდა ბოდიშის მოსახდელად? ია მეტრეველთან იყო მისული ვინმე ბოდიშის მოსახდელად? ვაზაგაშვილების ოჯახში მივიდა ვინმე ბოდიში რომ მოეხადათ? ვინმე გირგვლიანის ოჯახში მივიდა? ათასი კაცი გყავთ ქუჩაში მოკლული ან ციხეში წამებით მოკლული, ათასივე მოსაკლავი იყო, თქვე არაკაცებო? ერთთან არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი? კიდე როგორ ლაპარაკობთ, თქვე არაადამიანებო, ხმას როგორ იღებთ, თქვე მკვლელებო, თქვე ადამიანების სისხლში მოცურავეებო. ხმა გაიკმინდეთ, თორემ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ჩვენი ფიალაც აივსება და მერე ვეღარ გიშველით ვერავინ. წადით და სანთელი დაუნთეთ ბიძინა ივანიშვილს ქუჩაში რომ თავისუფლად დადიხართ მაგიტომ. თქვენ კიარ უნდა ებრძოდეთ, მადლობას უნდა ეუბნებოდეთ ყოველ დილას, თქვე არაადამიანებო, თქვე მკვლელებო და არაკაცებო, თქვე ადამიანების სიცოცხლეზე, გვამებზე მოსიარულეებო.

ბოდიშს გიხდით ჩემი ემოციებისთვის, მაგრამ არ შემიძლია, ვუყურებდე ტელევიზორში, რომ გვიმტკიცებენ იმას, თურმე ფაფის ჭამა, თაფლის ჭამა, ათასი დედიმისის მირთმევა, თურმე ყოფილა შიმშილობა. ეს არაკაცი როგორ ბედავს, ხმას როგორ იღებს და როგორ აქვს პრეტენზია ამ ქვეყანაზე, ვერ გამიგია. დედამიწაზე ერთადერთი პატიმარია, რომელიც ვითომ შიმშილობს და მოთხოვნა ის კიარ აქვს, ვთქვათ, ციხის პირობების გაუმჯობესება, მუხლის შეცვლა ან საქმის გადახედვა, შიმშილობს და ითხოვს, პრეზიდენტად თუ არ დამსვამთ, ფიას არ შევჭამ, საჭმელს არ შევჭამ. ეს ნაგავი ეს, სად გაიზარდა, სად დაიბადეთ, რა დედამ გაწოვათ ძუძუ, როგორ იშვით ასეთი უტიფრები. ერთხელ ბოდიში მაინც მოიხადეთ, თქვე არაადამიანებო,სად გაჩნდით?“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ამასთან, დაჩი ცაგურიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეს ადრე ვერ დატოვებს და ბოლომდე მოიხდის სასჯელს.

„ყველას მივმართავ, თუ ვინმე არის გზა აცდენილი რამე წყენის გამო, ხალხო, არ შეიძლება, ქილერებს, მკვლელებს, ადამიანების მწამებლებს, გამაუპატიურებლებს ხმას აძლევდე და მე მომიწოდებდე, რატომ ხმას არ აძლევო. როგორ შეიძლება მკვლელს ხმას აძლევდეს ვინმე, მკვლელი უნდა იყოს ციხეში. დიახ, მიშა იჯდება ციხეში ბოლომდე, ბოლო დღემდე, ერთი საათით ადრე ვერ გამოვა. რასაც მიუსჯის მას სასამართლო, ბოლომდე მოიხდის ამ სასჯელს, მე გაძლევთ ამის პირობას. მე გაძლევთ ამის პირობას, მიშა, შენ ციხეში ეგდები ბოლომდე. რა სასამართლოზე აქვთ ამათ პრეტენზია, გამაგებინეთ, რომელ მურუსიძეზე ლაპარაკობენ ესენი? მწყემსი ბახუტოვი რომ გაასამართლეს ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის, წამებით რომ აღიარებინეს კაცს და მიუსაჯეს, მერე დააწერინეს, ვითომ ბიძაშვილიც ახლდა თან, ისიც ჩასვეს, რამდენიმე თვეში გამოჩნდა ეს ცოცხალი ადამიანი, ვის მკვლელობაზეც იყო დაჭერილი, კიარ მივიდნენ და ბოდიში მოუხადეს შეგვეშალაო, მუხლი შეუცვალეს და ტყუილი ჩვენების მიცემისთვის ისევ პატიმრობაში დატოვა მიშას სასამართლომ.

აი, ამ სასამართლოს ავტორს აქვს პრეტენზია დღევანდელ სასამართლოსთან და ციხის პირობებთან. რა პირობებში ვიყავით, ხალხნო, რომ გვიჭერდნენ, რომ გვსვამდნენ იმ საპატიმროებში. რა დღე გადავიტანეთ მთელმა ქვეყანამ. მერიდება ხოლმე ჩემს წამებაზე ლაპარაკი ისეთები უქნეს ადამიანებს ამ ნაძირლებმა და დღეს არ მოსწონთ, თურმე ორი ლეიბი არ ყოფნის მიშას და ოთხი უნდა, იქ ტელევიზორი უნდა, ტუფლები უჭერს, პრესა იგვიანებს, ფაფა არ არის კარგად შემთბარი. ეს არაკაცი ეს, მიშა, შენ იჯდები ციხეში, ბოლომდე მოიხდი სასჯელს, ამის გარანტიას გაძლევთ თითოეული ჩვენგანი“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.