დაბრუნება შედევრით - ბერიძემ მოედნის ცენტრიდან გაიტანა (ვიდეო)
დაბრუნება შედევრით - ბერიძემ მოედნის ცენტრიდან გაიტანა (ვიდეო)

გიორგი ბერიძე მოედანს გასაოცარი გოლით დაუბრუნდა. 23 წლის ფლანგის თავდამსხმელს და მის გუნდს, „უიპეშტს“ უნგრეთის ჩემპიონატში ლამის ერთთვიანი პაუზა ჰქონდათ, რადგან ქართველთან ერთად, კორონავირუსი თითქმის ყველა მოთამაშეს დაუფიქსირდა.

უიპეშტმა“ უნგრეთის საფეხბურთო ლიგის მე-12 ტურში საკუთარ მოედანზე „პაკში“ მიიღო და სუსტი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო. გოლი მოედანზე 62-ე წუთზე შესულმა ბერიძემ გაიტანა, თანაც ბრწყინვალე გოლი – ქართველმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და კარიდან გამოსული მეკარე რომ დაინახა, დაახლოებით, 50 მეტრიდან გაუტანა.

საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა, „უიპეშტი“ კი 12 ტურის შემდეგ, 11 ქულით მე-9 ადგილზეა. გიორგი ბერიძემ კი ექვს შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა, მათგან 4 – უნგრეთის თასზე.