დაბინძურებული ჰაერი დელიში - ფოტოამბავი
დაბინძურებული ჰაერი დელიში - ფოტოამბავი

ინდოეთის დედაქალაქში ჰაერი იმდენადაა დაბინძურებებული, რომ ხალხს ერთმანეთის დანახვაც კი უჭირს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დელიში ჰაერის დაბინძურების დონე დასაშვებ ნორმას 30-ჯერ აღემატება.

ინდოეთის სამედიცინო ორგანიზაციამ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მთავრობას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ ეკოლოგიის გაუმჯობესებისთვის.

მოსახლეობა სოციალურ ქსელების საშუალებით ითხოვს, რომ სასწავლო დაწესებულებებმა რამდენიმე დღით სასწავლო პროცესი შეაჩერონ. ბოლო დღეების განმავლობაში, საავადმყოფოებს განსაკუთრებით ბევრმა მოქალაქემ ხველებისა და ფილტვების პრობლემით მიმართა.

მსგავსი პრობლემა ინდოეთის დედაქალაქში შარშან ამ დროსაც შეიქმნა. 

დატოვე კომენტარი