დაბალკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან წასვლისა და საპენსიო ასაკის პედაგოგების პენსიაზე გაშვებისთვის სპეციალური მექანიზმი შეიქმნება
დაბალკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან წასვლისა და საპენსიო ასაკის პედაგოგების პენსიაზე გაშვებისთვის სპეციალური მექანიზმი შეიქმნება

დაბალკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან წასვლისა და საპენსიო ასაკის პედაგოგების პენსიაზე გაშვებისთვის სპეციალური მექანიზმი შეიქმნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განუცხადა.

ბერიკა შუკაკიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მუშაობენ ფინანსური პოლიტიკის შემუშავებაზე, რომლის შექმნის შემდეგაც მთელი რიგი მიმართულებები შეიცვლება.

მისივე განცხადებით, ასევე მუშაობენ მასწავლებლებისთვის საათების განაწილების წესი ცვლილებასა და არაკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან გასვლის მექანიზმის შექმნაზე.

„ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან ფინანსურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს ეხება არა მხოლოდ ხელფასებს. როგორც კი ამ პოლიტიკას შევიმუშავებთ, ეს იქნება აპრილი-მაისის პერიოდში, მეტ დეტალს მაშინ გეტყვით. მიდის მუშაობა მათ შორის, სასწავლო საათების განაწილების წესზე. მათ შორის, სტატუსით მაღლა მდგომი მასწავლებლების დატვირთვასთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებული იქნება ზუსტად ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ გეგმაზე მასწავლებლის ხელფასთან დაკავშირებით. სარეკომენდაციო სახით ჩვენ სკოლებს ისედაც ვეუბნებით, რომ სტატუსით მაღლა მდგომ ადამიანს უნდა ქონდეს უფრო მეტი საათი, ეს ლოგიკურია თავისთავად. როგორც კი მოხდება სახელფასო პოლიტიკის შემუშავება, მეტ დეტალს შეგატყობინებთ. ვმუშაობთ დაბალკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან გასვლის მექანიზმის შექმნასა და პენსიაზე გაშვების სპეციალური მექანიზმის შექმნაზე. ესეც დამოკიდებული იქნება ფინანსური პოლიტიკის შემუშავებაზე. ეს მიბმულია ფინანსებზე. ჩვენ ამ მიმართულებით კვლევაზე დაფუძნებულ რეკომენდაციას მივცემთ მინისტრს“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.