დაბა სტეფანწმინდაში დღეს კორონავირუსზე სულ მცირე 100 ადამიანის გამოკვლევა იგეგმება
დაბა სტეფანწმინდაში დღეს კორონავირუსზე სულ მცირე 100 ადამიანის გამოკვლევა იგეგმება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნათელა ქუშაშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგები  დღეს დაბა სტეფანწმინდაში იმუშავებენ. ქუშაშვილის თქმით, სპეციალისტები კორონავირუსზე იმ პირთა ოჯახის წევრებსა და კონტაქტებს გამოიკვლევენ, რომლებსაც „კოვიდ-19“ უკვე დაუდასტურდათ, ასევე რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს.

„წინასწარ რაოდენობას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ ვზღუდავთ, ვინც მოვა ჩავუტარებთ ტესტს. პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად კონტაქტირებულებს გამოვიკვლევთ აუცილებლად და გავაგრძელებთ იმ სამუშაოებს, რაც გუშინ და გუშინწინ ზედა სოფლებში ჩავატარეთ. დღეს დაბა სტეფანწმინდაში მოვემსახურებით მოსახლეობას და შემდეგ შედეგების მიხედვით გაგრძელდება პროცესი. დაავადებულთა კონტაქტებს და მეზობლებს გამოვიკვლევთ, პირველ რიგში, მათ მოვემსახურებით. კონტაქტები თითქმის სრულად არის დადგენილი, თუმცა კიდევ მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. გუშინ ოთხი პირი გარბანიდან გადაიყვანეს მცხეთაში. ბოლო სამი დღის განმავლობაში ოთხას ადამიანზე მეტს უკვე ჩაუტარდა კვლევა. ვფიქრობთ, დღეს სულ მცირე, 100 ადამიანს გამოვიკვლევთ“, – განაცხადა ნათელა ქუშაშვილმა