დაბა შორაპანთან ტრაილერი გაჩერებაზე შევარდა [ფოტო]
დაბა შორაპანთან ტრაილერი გაჩერებაზე შევარდა [ფოტო]

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, დაბა შორაპანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაჩერებაზე შევარდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.

მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული.