დაბა ნასაკირალში საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ ღონისძიება გამართა
დაბა ნასაკირალში საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ ღონისძიება გამართა

ბრიტანეთი-საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში, „მოძრავი საელჩო“ დაბა ნასაკირალში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს ბრიტანეთის უფრო ახლოს გაცნობის მიზნით, ინფორმაცია გააცნო.

ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის კონკურსი გაიმართა, ნასაკირალის მცხოვრებლებს საელჩოსგან საჩუქრები გადაეცათ. ისაუბრეს ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების, მეგობრობის, პროექტებსა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

შეხვედრას პარლამენტის წევრი – ლანჩხუთის, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. ეს შეხვედრა მიზნად ისახავს აღმოაჩინონ სიახლე უკვე ნაცნობი ბრიტანეთის შესახებ. მოძრავი საელჩო გულისხმობს რეგიონებში საელჩოს საქმიანობის გაცნობას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.