დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12:17, 15.09.2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4.7 მილიონი ლარია.

პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობის სრულ რეაბილიტაციას. ასევე, საზაფხულო ამფითეატრის და ღია ავტოსადგომის მოწყობას, შენობის ტერიტორიის კეთილმოწყობას და შემოღობვას.

სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი