დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, პროექტის მიხედვით აშენდება 34 150 გრძივი მეტრის მკვებავი და მოეწყობა 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენის ქსელი.

დაბა მანგლისში უკვე მოწყობილია გაზსადენის ქსელი. როგორც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში აცხადებენ, მანგლისში მცხოვრებ 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი აირით. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 11 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წლების განმავლობაში ბუნებრივი აირის არ არსებობა წარმოადგენდა. ბუნებრივი აირით მომარაგება ხელს შეუწყობს დაბა მანგლისის როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებასა და აქტიურ ტურისტულ ზონად გადაქცევას.