დაბა ლაითურში საერთო საცხოვრებელს ხე დაეცა
დაბა ლაითურში  საერთო საცხოვრებელს ხე დაეცა

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.

ორსართულიან საერთო საცხოვრებელს ხე დაეცა. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავი.

ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძე და ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ჩაგანავა იმყოფებიან. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.