დაბა ლაითურში პედაგოგის დაინფიცირების გამო საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
დაბა ლაითურში პედაგოგის დაინფიცირების გამო საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში პედაგოგის დაინფიცირების გამო საჯარო სკოლამ დროებით შეწყვიტა სასწავლო პროცესი და ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ.

ლაითურში, სოფელ ზოტის მსგავსად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეპიდკვლევა. ბოლო მონაცემებით, გურიაში ჯამში კორონავირუსის 68 შემთხვევაა დადასტურებული.