დაბა ლაითურში კორონავისუსის შემთხვევების მატების გამო, გადაადგილება შეიზღუდა

22:51, 24.09.2020

კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.

სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

„ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ მათ, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება“,- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში დაბა ლაითურში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ოზურგეთში ინფიცირებულოთა რაოდენობამ 61 შეადგინა. რაც შეეხება რეგიონს, გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ია.

მსგავსი