დაბა ლაითურში ავარიისას მამაკაცი დაშავდა
დაბა ლაითურში ავარიისას მამაკაცი დაშავდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მინი ტრაქტორი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, ხრამში გადაიჩეხა. დაშავებული მამაკაცი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში არის მოთავსებული.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„დაშავებული მართვით სუნთქვაზეა. ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ოზურგეთის „მედალფას” დირექტორმა, დავით მდინარაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.