დაბა ლაითურის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
დაბა ლაითურის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

დაბა ლაითურის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე, ცეცხლის ცალკეული კერების დამუშავება.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამჟამად, პრევენციის მიზნით ვერტმფრენი შემოვლას ახორციელებს.

ოზურგეთში, დაბა ლაითურის ტყეში ხანძარი დღეს, დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.