დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურების საკითხზე პარლამენტში ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

07:42, 03.04.2018

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

კომიტეტის ფორმატში მსჯელობა დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართება.

კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ აღნიშნული შეხვედრა გასულ კვირას დააანონსა და ოპონენტებს სხდომაზე დასწრება ურჩია.

დეპუტატები მინისტრს დღეს, 13:00 საათზე შეხვდებიან.

მსგავსი