დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრი - კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის შემცველია
დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრი - კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის შემცველია

კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის შემცველია, – ამის შესახებ „დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრში“ (ECDC) განაცხადეს.

ორგანიზაციის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი შტამი შესაძლოა, იყოს მეტად მდგრადი ვაქცინების მიმართ და ის შეიძლება, უფრო სწრაფად გავრცელდეს.

„არის მნიშვნელოვანი სახის გაურკვევლობა, რომელიც „ომიკრონის“ შტამის გადაცემასთან, ვაქცინის ეფექტიანობასთან, ხელახალი ინფიცირების რისკთან და სხვა თვისებებთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

სფეროს ექსპერტთა რეკომენდაციებით, საჭიროა: იმ ადგილებში მოგზაურობისგან თავის შეკავება, სადაც ინფექცია გამოვლინდა; კოვიდპაციენტების ტესტირების გაფართოება და კონტაქტების გამოვლენა; ასევე, ევროკავშირის ქვეყნებმა განიხილონ 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის გამაძლიერებელი დოზის შემოღების შესაძლებლობა.