დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის განყოფილებამ დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინის 14 080 დოზა მიიღო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის განყოფილებამ დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინის 14 080 დოზა მიიღო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის განყოფილებამ დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინის 14 080 დოზა უკვე მიიღო.

დღესვე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში გაიგზავნება, ხოლო ხვალ ვაქცინას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიიღებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, 5 550 დოზა გათვალისწინებულია იმერეთის რეგიონისათვის.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. პროცესი იმერეთის რეგიონში 15 მარტიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის მუნიციპალიტეტების დაავადებათა კონტროლის ცენტრებში მობილიზებულია შესაბამისი კაბინეტები.

ვაქცინის მიღება და დასაწყობება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მეთვალყურეობით ხორციელდება.