დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრებების უსაფრთხოდ გატარების მიზნით, რეკომენდაციებს აქვეყნებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრებების უსაფრთხოდ გატარების მიზნით, რეკომენდაციებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრებების უსაფრთხოდ გატარების მიზნით, რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდებული არ არის, თუმცა, მათ, ვინც სტუმრად წასვლას გეგმავენ, ან სტუმრები ეწვიათ, უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან.

„ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზეიმო ჭურჭელი; სადღესასწაულო შეკრებებზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა, სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე; პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს. სადილობისას აუცილებელია, დაიცვათ სულ მცირე ერთი მეტრი დისტანცია გარშემომყოფებისგან; დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ; დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.