დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, თუ ტკიპის ნაკბენს შეამჩნევენ, დროულად მიმართონ ექიმს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, თუ ტკიპის ნაკბენს შეამჩნევენ, დროულად მიმართონ ექიმს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, იმ შემთხვევაში თუ ტკიპის ნაკბენს შეამჩნევენ, დროულად მიმართონ ექიმს.

პაატა იმნაძის განცხადებით, ტკიპის ნაკბენის დროს ერთ-ერთი სიმპტომი ტემპერატურის მატებაა.

„თუ ადამიანს ტკიპამ უკბინა, ერთი თვის მანძილზე სიცხე აქვს, უნდა მივიდეს ექიმთან და გამოიკვლიოს, ხომ არ არის ეს რაიმე დაავადება. მეორე უფრო მძიმე დაავადება, რომელიც ტკიპით შეიძლება გადავიდეს, არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რაც არის უმძიმესი დაავადება. საქართველოში ამ დაავადების შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელია. წელს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა იყო ქვეყანაში. ესეც შეიძლება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეგვხვდეს ტკიპების ნაკბენით ან ტკიპების მოცილებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.