დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - H1N1-ის ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - H1N1-ის ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება

გრიპის გავრცელების მასშტაბები მცირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, ასი ათას მოსახლეზე ვირუსი 249 შემთხვევა ფიქსირდება.

„წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 251-ს შეადგენდა. ამ სეზონზე, ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი გასული წლის ბოლო კვირაში დაფიქსირდა – 100 ათას მოსახლეზე 276 შემთხვევა. მიმდინარე წლის იანვრის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი იკლებს“,- აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე სეზონზე H1N1-ის ვირუსით ქვეყანაში 20 ადამიანი გარდაიცვალა.