დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - ​კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის მოქალაქეთა 98.96 პროცენტი​ არ იყო ვაქცინირებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - ​კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის მოქალაქეთა 98.96 პროცენტი​ არ იყო ვაქცინირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებში არავაქცინირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.

კერძოდ, მათივე ცნობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა 95.92% აუცრელი იყო, ჰოსპიტალიზირებულთა ​შორის აუცრელი იყო 94.4%, ხოლო „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა შორის ​არავაქცინირებული იყო 98.96%.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 78 ადამიანი.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების სულ 780 391 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 711 105 გამოჯანმრთელდა, 10 894 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, საქართველოში სულ ჩატარდა 2 041 209 აცრა, დღიურად აცრილია 7 800 ადამიანი.