დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა, აგერიოთ ნაბახუსევის შეგრძნებებში, რის გამოც ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება რეკომენდებული არ არის
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა, აგერიოთ ნაბახუსევის შეგრძნებებში, რის გამოც ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება რეკომენდებული არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, არ არსებობს კვლევები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს.

თუმცა, აქვე განმარტავენ, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა ადამიანს შესაძლოა, ნაბახუსევის შეგრძნებებში აერიოს, რის გამოც ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება რეკომენდებული არ არის.

„აკრძალულია თუ არა ალკოჰოლის მიღება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ? ერთი მხრივ, კვლევები, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს. მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება, ნაბახუსევის შეგრძნებებში აგერიოთ, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში. იგი წარმოადგენს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ. რისკის ფაქტორს. გისურვებთ ჯანმრთელობას“, –  ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.