დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, საქართველო კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, საქართველო კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დეზინფორმაციას უწოდებენ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანა მილიონ მოსახლეზე გადათვლით სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნათია სხვიტარიძე აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები არასწორად ინტერპრეტირებულ მონაცემებს ეფუძნება, რადგან შეგნებულად არის მონიშნული ის ქვეყნები, სადაც ამ ეტაპზე „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია.

მისივე თქმით, ოფიციალური საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის ამ მაჩვენებლით.

„წარმოდგენილი ინფორმაცია არის არასწორად ინტერპრეტირებული. შერჩეული ქვეყნები, სადაც საქართველო ამ სურათზე არის წარმოდგენილი წამყვან ქვეყნად, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შედარებული არის იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წუთებში სიკვდილიანობა არის ძალიან დაბალი. რეალური ციფრით, ოცეულშიც არ მოიაზრება საქართველო ოფიციალურად დადასტურებული ციფრებით“, – აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

დატოვე კომენტარი