გაერო-ს ბავშვთა ფონდმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ტყვიის წყაროების შესასწავლად სწრაფი დეტექციის აპარატები გადასცა

19:46, 30.04.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, გაერო-ს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერას COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.

როგორც აღინიშნა, დღეს გაფორმებული დოკუმენტი აღნიშნულ ორ ორგანიზაციას შორის დამყარებული გრძელვადიანი ახლო და პროდუქტიული პარტნიორობის გაგრძელებას წარმოადგენს.

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კი, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ცენტრს გადასცა სწრაფი დეტექციის აპარატები, რომლებიც ტყვიის წყაროების შესასწავლად იქნება გამოყენებული.

მსგავსი