დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ვაქცინაციისთვის 65 წლის და უფროსი მოსახლეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯგუფია
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ვაქცინაციისთვის 65 წლის და უფროსი მოსახლეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯგუფია

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ 65 წლის და უფროსი მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება 25 მარტიდან.

„საერთაშორისო რეკომენდაციებისა და ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, შეირჩა ვაქცინაციის სამიზნე პოპულაციური ჯგუფები, რომელთა მოცვა ეტაპობრივად განხორციელდება.

ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯგუფია 65 წლის და უფროსი მოსახლეობა, როგორც მაღალი რისკის ჯგუფი COVID-19-ით ავადობის და სიკვდილიანობის გათვალისწინებით.

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდით პორტალზე booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 22“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.