დაავადებათა კონტროლის ცენტრი – პაციენტების 86 პროცენტში დაავადება მსუბუქ და საშუალო ფორმებში მიმდინარეობს

12:41, 05.09.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, საქართველოში კორონავირუსის 1621 დადასტურებული შემთხვევიდან, პაციენტების 86 პროცენტში დაავადება მსუბუქ და საშუალო ფორმებში მიმდინარეობს, 11 პროცენტში – მძიმედ, ხოლო კრიტიკულად – 3 პროცენტში.

ამასთან, ჯამურად, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 1302, ანუ 80 პროცენტს შეადგენს.

ვირუსის შედეგად საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი