დაავადებათა კონტროლის ცენტრი - გაურკვეველი პირები თამბაქოს ამკრძალავი სტიკერების სანაცვლოდ დაწესებულებებს თანხას სთხოვენ  
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - გაურკვეველი პირები თამბაქოს ამკრძალავი სტიკერების სანაცვლოდ დაწესებულებებს თანხას სთხოვენ  

თამბაქოს ამკრძალავი ნიშნების სტიკერების მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრულიად უსასყიდლოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შეუძლია, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, გაურკვეველი პირები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით, თამბაქოს ამკრძალავი ნიშნების სტიკერების სანაცვლოდ, კონკრეტულ დაწესებულებებს საფასურის გადახდას სთხოვენ და ეუბნებიან, რომ თუ სტიკერს არ შეიძენენ, დაჯარიმდებიან.

„ნუ აყვებით მსგავს პროვოკაციას! აღნიშნული პირები თვითნებურად მოქმედებენ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან არავითარი კავშირი არ გააჩნიათ.

თამბაქოს ამკრძალავი ნიშნების სტიკერების მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრულიად უსასყიდლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში შეუძლია (ცენტრის მისამართი: მ. ასათიანის N9 ), ხოლო ამ ნიშნების ელექტრონული, ჩამოსატვირთი ვერსიები განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე ncdc.ge“,- ნათქვამია განცხადებაში.