დაავადებათა კონტროლის ცენტრი - გასულ კვირაში გრიპით დაინფიცირების შემთხვევები შემცირდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - გასულ კვირაში გრიპით დაინფიცირების შემთხვევები შემცირდა

საქართველოში გრიპით დაინფიცირების შემთხვევები შემცირებულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, რომელიც გასული კვირის მონაცემებს ასახავს, ასი ათას ადამიანზე ვირუსის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 44 შემთხვევით ნაკლებია. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, მთლიან მაჩვენებელში გრიპის ვირუსის ნიშნებით ჰოსპიტალიზაციაზე 28% მოდის (წინა კვირაში იყო 30).

ამასთან, გავრცელებულ ვირუსებს შორის აღინიშნება როგორც „ა“, ისე „ბე“ ვირუსის შემთხვევები.