ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, დაკავებული ქართველების მიმართ გადაწყვეტილებას „პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების“ შემდეგ მიიღებენ
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, დაკავებული ქართველების მიმართ გადაწყვეტილებას „პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების“ შემდეგ მიიღებენ

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, დაკავებული ქართველების მიმართ შესაბამისი ზომების მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას „პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების“ შემდეგ მიიღებენ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, საქართველოს რვა მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს. მათივე ცნობით, ინციდენტი ცხინვალის აძესარის რაიონში, ეკლესიასთან მოხდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მტკიცებით, საქართველს მოქალაქეები ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

„დამრღვევები სამი ავტომობილით იყვნენ, ცხელი ხაზის“ მეშვეობით შეთანხმების მიხედვით უახლოეს ერთ საათში მანქანები გადაეცემათ ნათესავებს. დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათ მიმართ შემდგომი ზომების გატარების თაობაზე“, – აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს საქართველოს შვიდი მოქალაქე  დააკავეს . დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დღეს დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.