ცვლილებათა პროექტის მიხედვით, ექვს კომიტეტს სახელწოდება ეცვლება
ცვლილებათა პროექტის მიხედვით, ექვს კომიტეტს სახელწოდება ეცვლება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მომზადებული ცვლილებებით, რამდენიმე კომიტეტს სახელწოდება ეცვლება.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი იქნება დიასპორის კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, აგრარულ საკითხთა კომიტეტი – სოფლის მეურნეობის კომიტეტი, ხოლო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

რეგლამენტის პროექტის ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის პირველი ივლისიდან იგეგმება.