ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები დღეიდან 1tv.ge-ზე ​

დღეიდან 1tv.ge-ზე გოგა ლაზრიშვილის, იგივე „ცვანციკას“ შემეცნებითი პროექტი ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები – მათემატიკა აბიტურიენტებისთვის“ იწყება.

გაკვეთილები ვებგვერდზე დღეში ორჯერ, 15:00 საათზე და 21:00 საათზე გამოქვეყნდება. ​პირველ კვირას 1tv.ge-ზე 12 გაკვეთილი დაიდება (შაბათ-კვირის ჩათვლით), შემდეგი კვირიდან კი გადაცემის ნახვა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შეგეძლებათ (სულ 15 გაკვეთილი).

უფასო ვიდეოკურსი 130 გაკვეთილს მოიცავს, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა 12 წუთია. ყოველი გადაცემის განთავსებასთან ერთად თქვენ მიიღებთ ტესტებს და შეძლებთ საკუთარი ცოდნის გადამოწმებას.

​მათემატიკასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებს კი ყოველ ოთხშაბათს, პროექტის ფეისბუქის გვერდზე მიიღებთ.

გადაცემის წამყვანი გოგა ლაზრიშვილი მათემატიკოსია 35-წლიანი გამოცდილებით. მას 7000 გაკვეთილი და 400 ლექცია აქვს ჩატარებული. სწორედ ის დაეხმარება აბიტურიენტებს მათემატიკის სასკოლო გამოცდის და ეროვნული გამოცდების უნარების მათემატიკური ნაწილის დაძლევაში.

პირველი გაკვეთილი 1tv.ge-ზე დღეს გამოქვეყნდა.