ცუკერბერგის განცხადებით, 87 მილიონ მომხმარებელს შორის, რომელთა მონაცემები „კემბრიჯ ანალიტიკამ“ უკანონოდ გამოიყენა, თავადაც მოხვდა
ცუკერბერგის განცხადებით, 87 მილიონ მომხმარებელს შორის, რომელთა მონაცემები „კემბრიჯ ანალიტიკამ“ უკანონოდ გამოიყენა, თავადაც მოხვდა

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემისას, განაცხადა, რომ Facebook-ის იმ 87 მილიონ მომხმარებელს შორის, რომელთა პერსონალური მონაცემებიც „კემბრიჯ ანალიტიკამ“ უკანონოდ გამოიყენა, თავადაც მოხვდა.

მარკ ცუკერბერგმა აქვე უარყო იმის ალბათობა, რომ Facebook-ის მომხმარებლებს საკუთარი მონაცემების უსაფრთხოების სამართავად საკმარისი ხელსაწყოები არ აქვთ.

Facebook-ის დამფუძნებელი მეორე დღეა, კონგრესმენების მწვავე შეკითხვებსა და კრიტიკას ისმენს.

მარკ ცუკერბერგს მოუხდა, განემარტა, როგორ მოხვდა მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ცნობილი ბრიტანული კომპანიის, „კემბრიჯ ანალიტიკას“ ხელში და იყო თუ არა ეს ყველაფერი აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან კავშირში.

33 წლის ინტერნეტმაგნატის გამოსვლის მთავარი თემები იყო რუსული ტროლები, სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა და ფეისბუქის უსაფრთხოება.

პირველი მოსმენის შემდეგ, Facebook-ის აქციების ფასმა თითქმის 5%-ით მოიმატა. სოციალური ქსელის ღირებულება სამი მილიარდი დოლარით გაიზარდა.