ცრუ განგაში დიდ ბრიტანეთში – საეჭვო ნივთის აღმოჩენის გამო სარკინიგზო გზა გადაიკეტა

02:24, 06.12.2018

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ უეიმუტში საეჭვო შეკვრა აღმოაჩინეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

საეჭვო ნივთი ერთ-ერთ გზატკეცილზე იდო. ამის გამო სარკინიგზო გზაც გადაკეტეს და ახლოს მდებარე სადგურიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის ადგილას გამოიძახეს გამნაღმველებიც. მოგვიანებით გაირკვა, რომ საეჭვო ნივთი ასაფეთქებელი არ იყო.

მსგავსი