ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ-ს საქმეზე სავარაუდოდ, შვიდ მოწმეს დაკითხავენ
ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ-ს საქმეზე სავარაუდოდ, შვიდ მოწმეს დაკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ-ს საქმეზე სავარაუდოდ, შვიდ მოწმეს დაკითხავენ.

მოწმეებს შორის არიან არასრულწლოვნები. დაცვის მხარე არასრულწლოვნის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ არასრულწლოვანი დ.ღ უკანონო პატიმარია და მისი უფლებები ირღვევა.

გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანს, მკვლელობის შემდეგ შეხვედრა ჰქონდა ზაზა სარალიძესთან, საუბარი ჰქონდა მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა სასამართლოში ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უარყო.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდების ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამას ვერც ერთი მოწმე და მტკიცებულება ვერ ადასტურებს.