CRRC-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33%-ის აზრით, ნატო-ში გაწევრიანებით საქართველო მეტად იქნება დაცული საგარეო საფრთხეებისგან
CRRC-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33%-ის აზრით, ნატო-ში გაწევრიანებით საქართველო მეტად იქნება დაცული საგარეო საფრთხეებისგან

კავკასიის კველითმა რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული გამოკითხვაში „კავკასიის ბარომეტრი 2017“ მონაწილე მოსახლეობის 16% სრულად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოშ-ში, 25% – ძირითადად უჭერს მხარს, 26% – ნაწილობრივ უჭერს, ნაწილობრივ – არა, 8% – ძირითადად არ უჭერს მხარს, 12% – საერთოდ არ უჭერს მხარს, 13%-ს – არ აქვს პასუხი.

გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ ნატო-ში გაწევრიანებით საქართველო მეტად იქნება დაცული საგარეო საფრთხეებისგან, 21%-ის აზრით, გაიზრდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, 19% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, 12% ფიქრობს, რომ ალიანსში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას დასავლეთთან, 8%-ის აზრით, მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება უფრო უსაფრთხო იქნება.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა, “კავკასიის ბარომეტრი 2017 “ წლის შედეგები დღეს წარადგინა. პრეზენტაცია მოსახლეობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზეა ფოკუსირებული.

კვლევში წარმოდგენილია მოსახლეობის პოზიცია რომელი ქვეყანა აღიქმება ხალხის მიერ საქართველოს მეგობრად და რომელი მტრად, რომელ გაერთიანებაში გაწევრიანებას უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობა – ევროკავშირში, ნატო-სა თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.

კავკასიის ბარომეტრი ერთადერთი გამოკითხვაა, რომელიც საქართველოში  2008 წლიდან ყოველწლიურად, 2013 წლიდან კი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ  ტარდება და აღწერს საქართველოს სრულფასოვანი მოსახლეობის შეხედულებებს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე