ცოტნე მოსიაშვილი „დილაში“ ითამაშებს - იმედია, მომავალ სეზონში საქმეს ბოლომდე მივიყვანთ
ცოტნე მოსიაშვილი „დილაში“ ითამაშებს - იმედია, მომავალ სეზონში საქმეს ბოლომდე მივიყვანთ

სეზონის დასრულების შემდეგ, გორის „დილამ“ პირველი ტრანსფერი განახორციელა. გუნდში კარიერას ცოტნე მოსიაშვილი გააგრძელებს, – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„დილას“ პრესსამსსახურის ცნობით, 25 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა გორის კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასული სეზონი ცოტნემ „თელავში“ გაატარა და 17 შეხვედრაში ერთი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა. ცოტნეს საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გარდა, ქუთაისის „ტორპედოში“ „გაგრასა“ და „ვიტ-ჯორჯიაში“ უთამაშია.

ცოტნე მოსიაშვილმა გორის „დილაში“ ჩარიცხვაზე კომენტარი გააკეთა და თავისი არჩევანი განმარტა.

„გორის „დილა“ საინტერესო გუნდია ამბიციური გეგმებით. დასრულებულ სეზონში ყველამ დავინახეთ, გუნდს ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა. იმედია, მომავალ სეზონში საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ამ ყველაფერში საკუთარ წვლილს შევიტან. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ასე იყო აქამდე ყველა იმ გუნდში, სადაც მითამაშია და შემიძლია გორელ ქომაგს იგივე შევპირდე, ყველაფერს გავიღებ, რომ გაგახაროთ“, – ამბობს მოსიაშვილი.