ცოტნე მაჭავარიანი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
ცოტნე მაჭავარიანი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

გერმანიის ქალაქ ჰოხბრიუკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ცოტნე მაჭავარიანი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩემპიონი გახდა.

მაჭავარიანს შესარჩევ ეტაპზე პირადი რეკორდის გამეორებამდე ერთი ქულა დააკლდა და გამოსვლა 582 ქულით დაასრულა. ცოტნემ ცალკეულ სერიებშიც საკმაოდ მაღალი შედეგები: 97, 95, 96, 98, 99 და 97 ქულა აჩვენა, ფინალში კი, ყველაზე უკეთ გამოვიდა და 242.0 ქულით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე უკრაინელი ევროპის ორგზის ჩემპიონი პავლო კოროსტილოვი გავიდა 241.7-ით, მესამე კი 220.1-ით 42 წლის მსოფლიოს ორგზის იაპონელი ტომოუკი მაცუდა იყო. ევროპული თამაშების გამარჯვებული სერბი დამირ მიკეცი, ვინც შესანიშნავი შედეგით – 590 ქულით მოიგო შესარჩევი ეტაპი, მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ჰოხბრიუკში ჩვენი გუნდიდან ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე, აკაკი მოსულიშვილი, ლიზი კილაძე და ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძეც გამოდიან, თუმცა მათგან ფინალში მხოლოდ კილაძე და ხუციბერიძე გავიდნენ. ხუციბერიძემ გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.