ცოტნე ფაცაციამ და ქუთაისის „ტორპედომ” კონტრაქტი გაწყვიტეს #1TVSPORT
ცოტნე ფაცაციამ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ინფორმაციით კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
ფაცაციამ კარიერა 17 წლის ასაკში მეორე ლიგის მარტვილის „მერანში“ დაიწყო, სადაც ხუთი სეზონი გაატარა. 2018 წლის სეზონის შემდეგ იჯარით გადავიდა „გაგრაში“. 2020 წელს დაუბრუნდა „მერანს“, რომელიც საბოლოოდ 2023 წლის იანვარში დატოვა და ქობულეთის „შუქურაში“ ჩაირიცხა. მალე ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი გახდა.
სწორედ „დინამოში“ თამაშისას „თელავთან“ 57 მეტრიდან (საკუთარი ნახევრიდან) გაიტანა და საუკეთესო გოლის ჯილდო მიიღო. მიწვეული იყო 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, სადაც ორი მატჩი ჩაატარა.
25 წლის ნახევარმცველი „ტორპედოში“ 2024 წლის ივლისში ჩაირიცხა და 3+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ ხელშეკრულების ამოწურამდე გუნდი დატოვა.