ცოტნე ანანიძე - „ნაცების“ საარჩევნო ნარატივი კოალიციური მთავრობაა, მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა, შანსი თუ მიეცა, იმავეს გააკეთებს
ცოტნე ანანიძე - „ნაცების“ საარჩევნო ნარატივი კოალიციური მთავრობაა, მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა, შანსი თუ მიეცა, იმავეს გააკეთებს

„ნაცების“ საარჩევნო ნარატივი კოალიციური მთავრობაა. მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა. იმავეს გააკეთებს, თუ ამის შანსი მიეცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ცოტნე ანანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში, ოპოზიციიდანაც იგივე ხდება დღეს, ფორმალურად იყოფიან, თითქოს რამდენიმე ოპოზიციურ ცენტრს ქმნიან, რეალურად კი ყველა ერთი ქოლგის ქვეშაა.

„მიშას ერთპიროვნული მმართველობის კომპლექსები ყველასთვის კარგად ცნობილია.
ხელისუფლების დანაწილების პრინციპის აბსოლუტური უგულებელყოფა და კლასიკური ავტორიტარიზმი, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში“, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.