ცოტნე ანანიძე - დემოკრატიისთვის მთავარია ამომრჩევლის ნება და არა ის, ვინ მოახდენს დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას
ცოტნე ანანიძე - დემოკრატიისთვის მთავარია ამომრჩევლის ნება და არა ის, ვინ მოახდენს დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას

დემოკრატიისთვის მთავარია ამომრჩევლის ნება და არა ის, ვინ მოახდენს დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკრებულო ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებზე უნდა მუშაობდეს.

„ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციამ აღიარა შუალედური არჩევნების შედეგები. ამასთან, უდავოა, რომ საკრებულო უნდა მუშაობდეს ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებით, რომლითაც, საკრებულოს ახლად არჩეული წევრის უფლებამოსილებას ცნობს საარჩევნო ადმინისტრაცია, არც ამომრჩევლის ნება და არც დემოკრატიის პრინციპები არ ზიანდება“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს.