Corriere dello Sport - ალეგრი „იუვენტუსიდან“ მიდის, მას ანჩელოტი შეცვლის
Corriere dello Sport - ალეგრი „იუვენტუსიდან“ მიდის, მას ანჩელოტი შეცვლის

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დატოვებს გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ – წერს ავტორიტეტული გაზეთი Corriere dello Sport.

იტალიის ჩემპიონის რიგებში მასშტაბური რეორგანიზაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში შინ დამარცხდა „რეალთან“ – 0:3.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდულ გრანდს კარლო ანჩელოტი ჩაუდგება სათავეში. იტალიელი 2009-11 წლებში ავარჯიშებდა „რეალს“”, 114 მატჩი დაუგროვდა, მაგრამ ტიტული არ მოუპოვებია.

უფრო ადრე დაიწერა, რომ „იუვენტუსის“ ამჟამინდელი შემადგენლობიდან 10 ფეხბურთელი აარჩიეს, რომლებსაც ზაფხულში არ გაყიდიან.