ცნობილმა კანადურმა ჯგუფმა „ინსტაგრამზე“ ქართველი მუსიკოსის ვიდეო გამოაქვეყნა

00:07, 10.01.2018

ცნობილი კანადური ჯგუფის Three days Grace-ის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ქართველი მუსიკოსის ვიდეო გამოქვეყნდა.

სოციალურ ქსელში კანადურმა ჯგუფმა არგენტინელი მელომანის მიერ, ოსლოში გადაღებული ვიდეო განათავსა.

ვიდეო ნორვეგიის დედაქალაქში 6 იანვარს არის გადაღებული და მასში ქართული ჯგუფის Scratch the floor-ის ვოკალისტი თორნიკე ცორიკიშვილი (იგივე სიდი) კანადური ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერას – I Hate Everything About You ასრულებს.

მსგავსი