ცნობილია ნომინანტები წლის საუკეთესო გოლის პრემიაზე [ვიდეო]

11:22, 20.08.2019

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ნომინანტთა სია ფერენც პუშკაშის პრიზზე. ეს ჯილდო გადაეცემა წლის საუკეთესო გოლის ავტორს.

10 ნომინანტს შორის პირველად მოხვდა სამი ქალი ფეხბურთელი. წინა წლების გამარჯვებულთაგან ერთადერთია – ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც პუშკაშის პრემია 2013 წელს აქვს მიღებული.

ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:

დანიელ ცორი (უნგრეთი, დებრეცენი)

დებრეცენი-ფერენცვაროში. უნგრეთის ჩემპიონატი. 16 თებერვალი, 2019

ემი როდრიგესი (აშშ, იუტა როიალსი)

იუტა როიალსი-სქაი ბლუ. NWSL. 16 ივნისი, 2019

ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა)

ბეტისი-ბარსელონა. ლა ლიგა. 17 მარტი, 2019

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, ლოს ანჯელეს გელაქსი)

ტორონტო-ლოს ანჯელეს გელაქსი. MLS. 15 სექტემბერი, 2018

აჟარა ნჩუტი (კამერუნი)

კამერუნი-ახალი ზელანდია. მსოფლიოს ჩემპიონატი. 20 ივნისი, 2019

ენდროს თაუნსენდი (ინგლისი, კრისტალ პალასი)

მანჩესტერ სიტი-კრისტალ პალასი. პრემიერლიგა. 22 დეკემბერი, 2018

ფაბიო კვალიარელა (იტალია, სამპდორია)

სამპდორია-ნაპოლი. სერია A. 2 სექტემბერი, 2018

ბილი სიმპსონი (ჩრ. ირლანდია, სიონ სვიფტსი)

სიონ სვიფტსი-კლიფტონვილი. NIFL. 9 აგვისტო, 2018

ხუან ფერნანდო კინტერო (კოლუმბია, რივერ პლეიტი)

რივერ პლეიტი-რასინგი. არგენტინის სუპერლიგა. 10 თებერვალი, 2019

მატეუს კუნია (ბრაზილია, ლაიპციგი)

ლევერკუზენი-ლაიპციგი. ბუნდესლიგა. 6 აპრილი, 2019

 

View this post on Instagram

 

The ten candidates for the FIFA #Puskás Award 2019 have been revealed 🤩 Vote now! Link in Bio #TheBest

A post shared by FIFA World Cup (@fifaworldcup) on


ფიფას ოფიციალურ გვერდზე უკვე დაიწყო ხმის მიცემა ფანებისთვის, რომელიც 2019 წლის პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება. სამი გამარჯვებული ფინალში გავა, სადაც უკვე ლეგენდები აარჩევენ საუკეთესო გოლს.

მსგავსი