ცნობილია „მილანის“ მწვრთნელობის კანდიდატთა სია

13:50, 30.09.2019

იტალიურმა გამოცემა „გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სავარაუდო კანდიდატთა სია. ამჟამად, გუნდის დამრიგებელია მარკო ჯამპაოლო, მაგრამ სერია A-ს ბოლო ტურში „ფიორენტინასთან“ წაგების (1:3) შემდეგ, ამ სპეციალისტს პოსტიდან დათხოვნა ემუქრება.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კანდიდატთა რიცხვში არიან – უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო და „მილანის“ ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი. ასევე დასახელდა ლუჩანო სპალეტი.

წყარო მიუთითებს, რომ ალეგრისა და შევჩენკოს ვარიანტები ნაკლებად სავარაუდოა. უფრო რეალურ კანდიდატებად გამოცემა რუდი გარსიასა და კლაუდიო რანიერის ასახელებს.

მსგავსი