ცნობილია კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე #1TVSPORT
ცნობილია კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე #1TVSPORT

კონფერენციის ლიგის გათამაშებაზე გაირკვა ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე. წილისყრის წინ ისინი ოთხ კალათაში არიან განაწილებულები:

I კალათა: აინტრახტი (გერმანია), დინამო (ხორვატია), გენტი, ბრიუგე (ორივე – ბელგია), ალკმაარი (ნიდერლანდები), ფენერბაჰჩე (თურქეთი), ლილი (საფრანგეთი), ფერენცვაროში (უნგრეთი).

II კალათა: პაოკ-ი (საბერძნეთი), სლოვანი (სლოვაკეთი), მაკაბი თელ ავივი (ისრაელი), პლზენი (ჩეხეთი), ასტონ ვილა (ინგლისი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ფიორენტინა (იტალია), ბოდო გლიმტი (ნორვეგია).

III კალათა: გენკი (ბელგია), ზარია (უკრაინა), ასტანა (ყაზახეთი), ბეშიქთაში (თურქეთი), ჰიკ (ფინეთი), ტრნავა (სლოვაკეთი), ოლიმპია (სლოვენია), ლეგია (პოლონეთი).

IV კალათა: ზრინსკი (ბოსნია), კლაკსვიკი (ფარერები), აბერდინი (შოტლანდია), ჩუკარიჩკი (სერბეთი), ლუგანო (შვეიცარია), ბრეიდაბლიკი (ისლანდია), ნორდსიელანდი (დანია), ბალკანი (კოსოვო).