ცნობილია კომისია, რომელიც „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატ ფილმს შეარჩევს
ცნობილია კომისია, რომელიც „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატ ფილმს შეარჩევს

ცნობილია კომისია, რომელიც „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატ ფილმს შეარჩევს.

ეროვნულმა კინოცენტრმა კომისიის წევრები დაასახელა, რომლებიც ქართულ ფილმს კინოაკადემიის სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე შეარჩევენ.

ცნობილია კომისია, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმს შეარჩევს.

კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი; ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი; ნანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; გიორგი ხარებავა – კინოსტუდია “ქართული ფილმი”; სულხან თურმანიძე – პროდიუსერი; ზურაბ ინაშვილი – რეჟისორი; ანკა კალატოზიშვილი – დამდგმელი მხატვარი; სალომე კიკალეიშვილი – კინოკრიტიკოსი; გიორგი მასხარაშვილი – რეჟისორი; არჩილ შუბაშვილი – კინოკრიტიკოსი; თემურ ჩხეიძე – რეჟისორი; ნატა მურვანიძე – მსახიობი; დათო ჯანელიძე – რეჟისორი

ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა 2 ივლისს დაიწყო. სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 26 ივლისი. კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება იგეგმება ივლისის ბოლოს. საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალური კომისიის მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეირჩევა.

დატოვე კომენტარი