ცნობილია არგენტინის ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
წინასწარ იყო ცნობილი, რომ მსოფლიო ჩემპიონების რიგებში ვერ მოხვდებდა ლიონელ მესი, სამაგიეროდ, 2023 წლის მარტის შემდეგ პირველად მიიღო ნაკრებში გამოძახება პაულო დიბალამ.
მეკარეები – ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ხუან მუსო (ატალანტა, იტალია), ხერონიმო რული (მარსელი, საფრანგეთი), ვალტერ ბენიტესი (ეინდჰოვენი, ნიდელანდები);
მცველები – გონსალო მონტიელი (სევილია, ესპანეთი), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო, ესპანეთი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი, საფრანგეთი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), ხერმან პეცელია (რივერ პლეიტი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი, საფრანგეთი), ვალენტინ ბარკო (სევილია, ესპანეთი);
ნახევარმცველები – გვიდო როდრიგესი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ლეანდრო პარედესი (რომა, იტალია), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული, ინგლისი), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო, ესპანეთი), ესეკილ ფერნანდესი (ალ-კადასია, საუდის არაბეთი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი, ინგლისი), ჯოვანი ლო ჩელსო (ტოტენჰემი, ინგლისი);
ფორვარდები – ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნიკოლას გონსალესი (იუვენტუსი, იტალია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ვალენტინ კარბონი (მონცა, იტალია), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო, ესპანეთი), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო, ესპანეთი), ვალენტინ კასტელიანოსი (ლაციო, იტალია), მატიას სულე (რომა, იტალია), პაულო დიბალა (რომა, იტალია).
არგენტინის ნაკრები, რომელიც ლიდერობს სამხრეთ ამერიკის კვალიფიკაციას, 6 სექტემბერს შინ მიიღებს ჩილეს, 10 სექტემბერს კი სტუმრად შეხვდება კოლუმბიას.