ცნობილი უკრაინელი მეკარე - წიტაიშვილის მსგავსი კიევის „დინამოში“ ბევრი არაა
ცნობილი უკრაინელი მეკარე - წიტაიშვილის მსგავსი კიევის „დინამოში“ ბევრი არაა

უკრაინის ნაკრების ყოფილმა მეკარე იური ვირტმა ქვეყნის გამორჩეულ ახალგაზრდებზე ილაპარაკა და კიევის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი გამოარჩია.

„ძალიან კარგია, რომ გიორგის ენდობიან. გამოდის, დიდი კონკურენციის მიუხედავად, მონდომებული ვარჯიშით მთავარ გუნდში ადგილი დაიმსახურა. ისშემოქმედებითი ფეხბურთელია, ბურთს კარგად ფლობს, კარგი დარტმაც აქვს და მწვავე გადაცემაც ეხერხება. კიევის „დინამოში“ ასეთი ფეხბურთელები ცოტაა. ციტაიშვილს კარგი მომავალი აქვს. მთავარი ისაა, რომ არ გაჩერდეს“- განაცხადა იური ვირტმა.

ვირტი უკრაინაში ცნობილი პიროვნებაა. ამჟამად როვნოს „ვერესის“ მთავარი მწვრთნელია. გაცილებით შტამბეჭდავად მისი კარიერული წარმატებები გამოიყურება – ვირტი იყო დონეცკის „შახტარისა“ მეკარე და დონეცკელთა შემადგენლობაში 5-5-ჯერ გახდა უკრაინსი ჩემპიონი და თასის მფლობელი, ხოლო 2009 წელს უეფას თასის გამარჯვებული.

კარანტინის შემდეგ, გიორგი ციტაიშვილმა უკრაინის პრემიერლიგის ორივე ტურში კიევის „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა – დონეცკის „შახტართან“ და „ოლეკსანდრიასთან“ და სპეციალისტების კარგი შეფასებაც დაიმსახურა.