ცნობილი ქართველი დიზაინერები სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან
ცნობილი ქართველი დიზაინერები სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან

„სოლიდარობის ფონდმა“ საქველმოქმედო საღამო გამართა. ღონისძიების მიზანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თანხების მობილიზება და საზოგადოებისთვის ქველმოქმედების მნიშვნელობის შეხსენებაა.

ქველმოქმედების იდეის გარშემო ამჯერად ქართველი ცნობილი დიზაინერები გაერთიანდნენ. წარმოდგენილ იქნა მათ მიერ შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები. გაყიდვიდან შემოსული თანხა კი, სრულად გადაირიცხება ფონდში.

საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდნენ: თამუნა ინგოროყვა, გიორგი ქებურია, ANOUKI, „ავთანდილი”, აკა ნანიტაშვილი, „მუზარადი“, 07/11, Dalood, Lalo Cardigans, ტატუნა ნიკოლაიშვილი, მარიამ გვასალია, ლაშა ჯოხაძე, ნინა ზარქუა, ანუკა ქებურია, „სამოსელი პირველი“, „ფაფანაკი“ და სხვები.

საქველმოქმედო საღამოზე, რომელსაც სასტუმრო „მოქსმა“ უმასპინძლა, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და ტკბილეული გაიყიდა.

სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 600-ზე მეტი ბავშვისა და 22 წლამდე მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ფონდის შექმნიდან დღემდე მობილიზებულია 15 000 000 ლარზე მეტი.
სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან საქართველოში უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.