ცნობილი ნიდერლანდელი მწვრთნელი ლეო ბენჰაკერი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
ფეხბურთის ცნობილი ნიდერლანდელი მწვრთნელი ლეო ბენჰაკერი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას სპეციალისტის ოჯახი ავრცელებს.
ბენაჰკერი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ბევრ გუნდში მუშაობდა, მათ შორის ნიდერლანდების ნაკრებში, მადრიდის „რეალში“, როტერდამის „ფეიენოორდში“, ამსტერდამის „აიაქსში“.
2006 წელს მან ტრინინდადი და ტობაგოს ეროვნული გუნდი ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, რაც ამ ქვეყნისთვის დიდი მიღწევა იყო.
ლეო ბენჰაკერმა კარიერა 2009 წელს პოლონეთის ნაკრებში დაასრულა.